ტრანსფერები ვერტმფრენით შეკვეთილიდან

თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი.

მისი ისტორია 16 საუკუნეს მოიცავს. მრავალი საუკუნის განმავლობაში დედაქალაქი იკრებდა სხვადასხვა ეროვნების, ენისა, სარწმუნოების თუ კულტურის ხალხს.

თბილისი საქართველოს ინდუსტრიული, სულიერი, კულტურული და ინტელექტუალური ცენტრია. თბილისი ცნობილია თავისი ძველი და თანამედროვე უბნებით. ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე მიმზიდველი „ძველ თბილისია“, პატარა ძველი ქუჩები, ტრადიციული თუ ევროპული სამზარეულო, ღვინის მაღაზიები - ქართული მრავალფეროვანი ღვინით, თანამედროვე რესტორნები და ღამის კლუბები, მუზეუმები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები. ღამის ქალაქის ხედები ნარიყალადან და მთაწმინდის ფუნიკულიორიდან. ერთხელ თუ ესტუმრები თბილისს - ყოველთვის დაუბრუნდები მას.

დაგეგმე ფრენა

ჩაქვი შავი ზღვისპირა კლიმატური კურორტია, რომელიც გაშლილია მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე. აღსანიშნავია ჩაქვის მინერალური წყლები, რომლებიც მდიდარია გოგირდით, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატით და ნატრიუმ-კალციუმით. ჩაქვი ცნობილია მეჩაიეობით. დაბაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე კულტურის, განათლების,და ჯანდაცვის ობიექტები, თანამედროვე ტიპის სასტუმროები, მათ შორის ყველაზე პოპულარული „ჩაქვის ოაზისი“, რომელიც საკუთარი სანაპირო ზოლით და ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.

დაგეგმე ფრენა

ქობულეთი - ქალაქი და კურორტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. იგი მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე. ქობულეთის ჰავა სუბტროპიკულია და მშრალია აჭარის სხვა კურორტებთან შედარებით. მისი სანაპირო განიერი , ასევე, ერთ-ერთი ყველზე გრძელია ამიერკავკასიაში და ევროპაში. ცნობილია თანამედროვე ტიპის სასტუმროებითა და სამკურნალო-განმასაჯასაღებელი პანსიონატებით.

ქობულეთის ჰავას ამდიდრებს ფართოდ გაშენებული მარადმწვანე ფიჭვნარი და მის მახლობლად მდებარე ციხისძირის ჰაერი.

დაგეგმე ფრენა

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. მესტიიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი. მესტიაში მრავლადაა სვანური კოშკები და უძველესი არქიტექტურა.

დაგეგმე ფრენა

ახალციხე - ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია.

ახალციხე მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 214 კმ-ში.

ახალციხე ბალნეოლოგიური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის. ახალციხე მდიდარია ისტორიული ღირშესანიშნაობებით. ულამაზესი ციხე-ქალაქის დათვალიერებისას, საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში იმოგზაურებთ. რაბათის ციხე, ლაბირინთები, ციხე-კოშკები, მე-9 საუკუნის მართმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურის ობიექტები დატვირთულია ტურისტების მუდმივი ნაკადით.

დაგეგმე ფრენა

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. იგი საქარტველოს ისტორიის უძვირფასესი ძეგლია და მდებარეობს ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე.

დაგეგმე ფრენა

ფოთი - საქართველოს შავი ზღვის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მუნიციპალური საპორტო ქალაქია. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში პალიასტომის ტბასთან. ფოთისათვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი. იგი მდიდარია ფლორა-ფაუნით და ბოტანიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ფოთის არსებობა ჯერ კიდევ ძვ.წ. იწყება. მასზე ბევრი ლეგენდა თუ თქმულება არსებობს.

ფოთი ოითგანვე საპორტო ღრმაწყლოვანი ქალაქი იყო და დღეს ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტალურ რეგიონად მიიჩნევა,

ფოთის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია.

დაგეგმე ფრენა

ქუთაისი - ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე.

ქუთაისის ისტორია იწყება ძვ.წ. III საუკუნიდან. შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია - ბაგრატის ტაძარი (XI ს), გელათის მონასტერი (XII ს), გეგუთის ციხე (XII ს), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო.

ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. განათლების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია საქართველოში.

დაგეგმე ფრენა

მტირალას მთა - ეროვნული პარკი აჭარაში მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემის შორის, მდინარეების წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია ვულკანურ - დანალექი ქანებით, ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს. მტირალას მთა ქვეყნის ყველაზე ნალექიანი ადგილია და მისი სახელიც უხვნალექიანობას უკავშირდება. ეროვნული პარკი მდიდარია სხვადსხვა სამკურნალო თუ დეკორატიული, სეზონური თუ მარადმწვანე ხე-მცენარეებით.

დაგეგმე ფრენა

ბახმარო - კურორტი გურიაში, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა.

ბახმაროს ზაფხულის 2 თვეს გრძელდება. ბახმარო მთის კლიმატური კურორტია, პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. კურორტის კეთილშობილ სამკურნალო თვისებებთან ერთად, ტურისტისთვის დაუვიწყარი სანახაობაა - მზის „ამოსავალი“ მთა გადრეკილი და „ჩასავალი გორები“ მთა საქარისა - საიდანაც დამსვენებლები მზის ამოსვლასა და ჩასვლას აკვირდებიან.

სეზონი 19 აგვისტოს ფერიცვალების დღესასწაულზე იხურება და ტრადიციულად ამ დღეს სამოყვარულო დოღი იმართება.

დაგეგმე ფრენა

ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. თქვენ აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, მოინახულოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ფუნიკულიორი და სხვადასხვა ისტორიული ძეგლები.

დაგეგმე ფრენა

ტობავარჩხილი მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე. თქვენ აქ ნახავთ ულამაზეს ბუნებას და ტბებს.

დაგეგმე ფრენა
ყველა უფლება დაცულია
© 2019