ტრანსფერები ვერტმფრენით თბილისიდან

თელავი კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი ცნობილია ღვინის კულტურით. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ მეღვინეობისა და მისი შექმნის ისტორიას, აგრეთვე დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო.

დაგეგმე ფრენა

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული მხარეა. იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს. აქ შეგიძლიათ ნახოთ სიღნაღის გალავანი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. დატკბეთ ულამაზესი ბუნებით და არქიტექტურით, რომელიც ძალიან იზიდავს არქიტექტორებსა და მხატვრებს.

დაგეგმე ფრენა

ომალო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი დაყოფილია ძველ და ახალ ომალოდ. ძველი ომალო იგივე კესელის ციხე განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ციხისგან შემორჩენილია სამი კოშკი და გალავნის ფრაგმენტი.

დაგეგმე ფრენა

შატილი საქართველოს ულამაზესი მხარეა. იგი მდებარეობს ხევსურეთში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. შატილი გამოირჩევა არქიტექტურით აქ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი კოშკები.

დაგეგმე ფრენა

ყაზბეგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ყაზბეგი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით.

დაგეგმე ფრენა

ტობავარჩხილი მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე. თქვენ აქ ნახავთ ულამაზეს ბუნებას და ტბებს.

დაგეგმე ფრენა

ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. თქვენ აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, მოინახულოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ფუნიკულიორი და სხვადასხვა ისტორიული ძეგლები.

დაგეგმე ფრენა

ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი კურორტია. იგი გამოირჩევა სამკურნალო მინერალური წყლებით, ულამაზესი ბუნებითა და ჰავით. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 800-900 მეტრის სიმაღლეზე.

დაგეგმე ფრენა

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. იგი საქარტველოს ისტორიის უძვირფასესი ძეგლია და მდებარეობს ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე.

დაგეგმე ფრენა

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. მესტიიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი. მესტიაში მრავლადაა სვანური კოშკები და უძველესი არქიტექტურა.

დაგეგმე ფრენა
ყველა უფლება დაცულია
© 2019