ქობულეთი - ქალაქი და კურორტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. იგი მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე. ქობულეთის ჰავა სუბტროპიკულია და მშრალია აჭარის სხვა კურორტებთან შედარებით. მისი სანაპირო განიერი , ასევე, ერთ-ერთი ყველზე გრძელია ამიერკავკასიაში და ევროპაში. ცნობილია თანამედროვე ტიპის სასტუმროებითა და სამკურნალო-განმასაჯასაღებელი პანსიონატებით.
ქობულეთის ჰავას ამდიდრებს ფართოდ გაშენებული მარადმწვანე ფიჭვნარი და მის მახლობლად მდებარე ციხისძირის ჰაერი.