მტირალას მთა - ეროვნული პარკი აჭარაში მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემის შორის, მდინარეების წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია ვულკანურ - დანალექი ქანებით, ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს. მტირალას მთა ქვეყნის ყველაზე ნალექიანი ადგილია და მისი სახელიც უხვნალექიანობას უკავშირდება. ეროვნული პარკი მდიდარია სხვადსხვა სამკურნალო თუ დეკორატიული, სეზონური თუ მარადმწვანე ხე-მცენარეებით.