ბახმარო - კურორტი გურიაში, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა.
ბახმაროს ზაფხულის 2 თვეს გრძელდება. ბახმარო მთის კლიმატური კურორტია, პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. კურორტის კეთილშობილ სამკურნალო თვისებებთან ერთად, ტურისტისთვის დაუვიწყარი სანახაობაა - მზის „ამოსავალი“ მთა გადრეკილი და „ჩასავალი გორები“ მთა საქარისა - საიდანაც დამსვენებლები მზის ამოსვლასა და ჩასვლას აკვირდებიან.
სეზონი 19 აგვისტოს ფერიცვალების დღესასწაულზე იხურება და ტრადიციულად ამ დღეს სამოყვარულო დოღი იმართება.