ომალო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი დაყოფილია ძველ და ახალ ომალოდ. ძველი ომალო იგივე კესელის ციხე განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ციხისგან შემორჩენილია სამი კოშკი და გალავნის ფრაგმენტი.